ისტორია:

 

 

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი" დაფუძნდა და რეგისტრაცია გაიარა 07/06/2000 წელს ზუგდიდის რაიონის სასამართლოში. ორგანიზაცია მუშაობს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში.


ორგანიზაციის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს:


 - ადამიანის უფლებები

 - ჯანდაცვა და რეაბილიტაცია

 - კანონთან კომფლიქტში მყოფ პირთა უფლებები

 - გენდერული თანასწორობა

 - განათლება

 - ინოვაციური იდეები

 

 

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი" მუშაობს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით: 


 - სოციალურად დაუცველი ფენების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი სოციალური რეაბილიტაცია;

 - ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება სხვადასხვა სფეროში;

- ქალთა და ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

მესამე სექტორის განვითარება;

- მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერა;

- სასწავლო, სარეაბილიტაციო და განვითარების პროგრამების ხელშეწყობა - დანერგვა;

- საკრედიტო პროგრამების წარმართვა;

- ჯანდაცვა;  

- არჩევნები;

- ადამიანების უფლებების დაცვა;

გამოკითხვა