წესდება: 

 


რედაქტირებული და მიღებულია

დამფუძნებელთა საერთო კრებაზე

2017 წლის 9 აგვისტოს, ოქმი N1


ა(ა)იპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“

 

 1. ზოგადი დებულებები

 

1.1  რეგისტრირებული კავშირი, რეაბილიტაციისა და განვითერბის საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ (შემდგომში ცენტრი) არის ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2  „თანაზიარი“ არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოკიდებულია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. მისი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა არის კავშირი.

1.3  ცენტრი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.4  ცენტრის იურიდიული ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. 58. ტელ: 0415 22 10 78

1.5  ცენტრს შეუძლია შევიდეს საერთაშორისო არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები, დადოს შესაბამისი შეთანხმებები და მონაწილეობდეს სხვადასხვა ღონისძიებათა განხორციელებაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

1.6  ცენტრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ემბლემა და გამოსახოს ის საფირმო ემბლემაზე, სამკერდე ნიშანზე თუ დროშაზე.

 

2. ცენტრის დამფუძნებლები


 ბეჭვაია ხათუნა - დაბადებული 1967 წელს, ზუგდიდის რ-ნი სოფ. ახალსოფელში, მცხოვრები ზუგდიდის რ-ნი სოფ. ახალსოფელში, პროფესია  ბიბლიოთეკარი-ბიბლიოგრაფი.

 გვარამია მანანა  -  დაბადებული 1956 წელს, ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედაეწერში, მცხოვრები ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედაეწერში, პროფესია ბიბლიოთეკარი-ბიბლიოგრაფი.

 ბეჭვაია ნანა  -  დაბადებული 1974 წელს, ზუგდიდის რ-ნი სოფ. ახალსოფელში, მცხოვრები ზუგდიდის რ-ნი სოფ. ახალსოფელში, პროფესია  ბიოლოგ-გენეტიკოსი

 გვარამია სერგო - დაბადებული 1953 წელს, მცხოვრები ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედაეწერში, პროფესია - ინჟინერი 

 გვარამია ლევთერი - დაბადებული 1957 წელს, მცხოვრები ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედაეწერში, პროფესია - ინჟინერი

 

3.ცენტრის გამგეობის წევრები


ბეჭვაია ხათუნა  -  თავმჯდომარე

 გვარამია მანანა  -  მოადგილე

 პაჭკორა რუსუდან - წევრი

 

4. ცენტრის მიზნები და ამოცანები


 - სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი დასაქმება;

 - დემოკრატიული ინსტიტუტების განითარების ხელშეწყობა;

 - ქალთა ფსიქო - სოციალური რეაბილიტაცია;

 - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;

 - მეცნიერების, კულტურის, განათლების, ხელოვნების, ტურიზმის და სპორტის სფეროში ახალი ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა;

 - ნიჭიერ ადამიანთა გამოვლენა და მათთვის ფინანსური, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების გაწევა, მათი განვითარების ხელშეწყობა;

 - მესამე სექტორის განვითარების ხელშეწყობა;

 - ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება;

 - კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ზნეობრივი ნორმების წყაროს შენარჩუნება და გამოყენება ხალხთა შორის ურთიერთობათა ჰუმანიზაციისთვის; 

 - ცენტრის საქმიანობის სფეროებს შადგენს სასწავლო, სარეაბილიტაციო, განვითარების, მათ შორის საკრედიტო პროგრამების წარმართვა;

 - ჯანდაცვა;

 - არჩევნები;

 - ადამიანის უფლებების დაცვა;

  - ახალგაზრდული პროგრამები;

 - განათლება;

 

5. ცენტრის წევრობა


5.1 ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იზიარებს ცენტრის მიზნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.

5.2 ცენტრის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ცენტრის გამგეობას,

რომელიც წყვეტს წევრობის საკითხს ერთი თვის ვადაში. წევრად მიღებისთვის აუცილებელია გამგეობის ორი წევრის წერილობითი თანხმობა.

5.3 ცენტრის წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.

5.4 ცენტრის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

 - პირადი განცხადების საფუძველზე;

 - გარდაცვალებისას;

 - სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

 

5.5  ცენტრის წევრს უფლებამოსილება ჩამოერთმევა შემდეგ შემთხვევებში:

 - თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს;

 - თუ იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

 

5.6 ცენტრის გამგეობას შეუძლია ცენტრის საპატიო წევრად აირჩიოს საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ცენტრის წევრის უფლება-მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ამ  წესდებით.

 

6. ცენტრის წევრის უფლება-მოვლეობანი


 

6.1 ცენტრის წევრს უფლება აქვს:

 

 - თანასწორი უფლებებით მონაწლეობდეს ცენტრის საერთო კრებაში;

 - აირჩიოს და არჩეულ იქნეს ცენტრის ორგანოებში;

 - მონაწილეობდეს ცენტრის პროგრამებში მისი კვალიფიკაციის და შესაძლებლობების შესაბამისად;

 6.2 ცენტრის წევრი მოვალეა:

 - შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ცენტრის საქმიანობაში;

 - თავის პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ცენტრის მიზნებით;

 - გაუფრთხილდეს ცენტრის ღირსებასა და ავტორიტეტს;

 

6.3. ცენტრის წევრს უფლებამოსილებ უწყდება საერთო კრების გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში:

 - მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ცენტრის მიზნებს;

 - იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

 - საკუთარი განცხადების საფუძველზე;

 

 

7.  ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა


7.1.  ცენტრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ცენტრის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ცენტრის წევრთა 2/3.

7.2. წევრთა კრება გადაწყვეტილებას იღებს  ცენტრის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტეციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი;

7.3. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას წესდების შეცვლის თაობაზე ცენტრის წევრთა 2/3-ით, ცენტრის მიზნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საჭიროა ყველა წევრის 4/5 ხმა. ყველა დამსწრე წევრს აქვს თითო ხმის უფლება. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუზლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.

7.3. საერთო კრება:

 

- იღებს ცენტრის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;

- ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს ცენტრის გამგეობას.

- ისმენს გამგეობის ანგარიშს;

- მტკიცებს გამგეობის მიერ წარდგენილი ცენტრის საქმიანობის საორიენტაციო წლიურ პროგრამას;

- იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის შესახებ.

- ადგენს საწევრო გადასახადის ოდენობას;

- წყვეტს საკითხს ცენტრის წევრთა გარიცხვის შესახებ;

- ამტკიცებს გამგეობის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს;

- წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება;

 

7.4. ცენტრის გამგეობის ცენტრთა უმრავლესობას, ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ცენტრის წევრთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით იმართება რიგგარეშე საერთო კრება.

7.5.საერთო კრებისშორის პერიოდში ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოა 3 კაციანი ცენტრის გამგეობა, რომელსაც 4 წლით ფარული კენჭისყრით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ახალი გამგეობის არჩევამდე. გამგეობის სხდომები იმართება 3 თვეში ერთხელ და მოიწვევა ცენტრის გამგეობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება 2 წევრი. გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით.

7.6. გამგეობის კომპეტენციაში შედის:

- წევრთა საერთო კრების მოწვევა თუ ამას ითხოვს წევრთა უმრავლესობა;

- განაგოს ცენტრის ქონება;

- გამგეობის თავმჯდომარის წარდგენით განსახორციელებელი პროგრამის და მისი მენეჯერის დამტკიცება;

- განყოფილებების, სექციების და ჯგუფების შექმნა, ხელმძღვანელების დამტკიცება გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით;

- შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობის დამტკიცება;

- წარმომადგენლობისა და ფილიალების გახსნა;

- ამტკიცებს საშტატოგანაკვეთს;

- წყვეტს სხვა საკითხებს საწესდებო მიზნების მისაღწევად.

7.7. გამგეობა თავის წევრებისგან ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს 4 წლის ვადით, რომელიც ხელს აწერს გამგეობის გადაწყვეტილებებს. თავმჯდომარეს აქვს უფლებაერთპიროვნულად მართოს ცენტრის საქმიანობა.

7.8. გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ რიგგარეშესაერთო კრებას;

7.9. გამგეობის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება 4 წლის ვადით. ის:

- წარმართავს ცენტრის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

- წარმოადგენს ცენტრის სხვა პირებთან ურთიერთობაში;

- ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურიქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;

- ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის საფინანსო დოკუმენტებს;

- წარუდგენს გამგეობას საშტატო განაკვეთს დასამტკიცებლად;

- წარუდგენს გამგეობას ცენტრის წლიურ ბიუჯეტს.

 

7.10. გამგეობის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მისი მოადგილე.

 

 

8. ცენტრის საკუთრება და საფინანსო საქმიანობა


8.1. ცენტრის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, საბინაო ფონდი, მოწყობილობა, ინვენტარი, გამომცემლობა, სტამბა, ბეჭდვითი ორგანო, სატრანსპორტო საშუალებები, საწარმოები, კულტურულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, გამაჯანსაღებელი დანიშნულების მქონე დაწესებულებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები სხვა ქონება, რომელსაც ის მოიხმარს კანონით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად .

8.2. ცენტრის სახსრები იქმნება საწევრო და ნებაყოფლობითი შენატანებით, შემოწირულობებით და კანონით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობით.


 

9.  ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა


9.1. ამ დროს უნდა დამთავდრდეს მიმდინარე საქმეები დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გადაეცეს მონათესავე ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, მისი ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეძლება მოხდეს ცენტრის საერთო კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ლიკვიდაციას ორგანიზაციის.

9.2. ცენტრის დარჩენილი ქონება არ შეიძლება განაწილდეს  ცენტრის წევრებს შორის.

10. დასკვნითი დებულება

თუ წესდების რომელიმე დებულება გახდა ბათილი ეს გავლენას არ მოახდენს სხვა დებულებათა ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად მოქმედებს წესი, რომელიც ძალაშია.

 

 

 

გამოკითხვა